ჯეფ ბეზოსის Blue Origin-ის რაკეტა სტარტზე აფეთქდა

Blue Origin და აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო (NASA) ფლორიდაში რაკეტა New Glenn-ის აფეთქების მიზეზებს ადგენენ. Blue Origin ილონ მასკის SpaceX-ის კონკურენტია.

მილიარდერ ჯეფ ბეზოსის კუთვნილი კომპანია Blue Origin-ის რაკეტა ფლორიდაში, კეიპ-კანავერალის სასტარტო მოედანზე აფეთქდა. ამის შესახებ პარასკევს, 29 მაისს, კომპანია Blue Origin-მა სოციალურ ქსელ X-ში განაცხადა.