მძიმე სტატისტიკა–მსოფლიოში კონფლიქტების რეკორდული რაოდენობაა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ

spot_imgspot_img

ნორვეგიის მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის — PRIO-ს — შეიარაღებული დაპირისპირებების ყოველწლიური მიმოხილვა ასკვნის, რომ 2025 წელს სახელმწიფო დონის კონფლიქტების რაოდენობამ 1946 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.

დაღუპულთა საერთო რაოდენობით გასული წელი მხოლოდ 1994 წელს ჩამოუვარდება, როდესაც რუანდაში გენოციდი მიმდინარეობდა, და 2021 წელს, ეთიოპიის სამოქალაქო ომის პიკზე. ამჟამად უკრაინის ომი რჩება ყველაზე სისხლისმღვრელ კონფლიქტად.

ანგარიშში „კონფლიქტის ტენდენციები“ ჩამოთვლილია 65 დაპირისპირება, რომლებშიც სულ მცირე ერთი სახელმწიფო მაინც არის ჩართული. მათ შორის არის რვა სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტი. რუსეთის უკრაინაში შეჭრის გარდა, მკვლევრები ასეთ კონფლიქტებად ასახელებენ სასაზღვრო დაპირისპირებებს ინდოეთსა და პაკისტანს, პაკისტანსა და ავღანეთს, კამბოჯასა და ტაილანდს შორის, ასევე ისრაელის ავიაიერიშებს სირიაზე. ირანის გარშემო მიმდინარე ამჟამინდელი სამხედრო კონფლიქტი 2025 წლის ტენდენციების კვლევაში არ მოხვდა, თუმცა ისრაელის მიერ ლიბანის დაბომბვები ნახსენებია.

„სამწუხაროდ, პოზიტივი ძალიან ცოტაა,“ — განაცხადა მიმოხილვის ავტორმა სირი აას რუსტადმა, რომელსაც AFP ციტირებს. — „ჩვეულებრივ, მონაცემებიდან რაღაც პოზიტივის გამოძებნას მაინც ვახერხებ, მაგრამ წელს ციფრები უბრალოდ შოკისმომგვრელია.“

ანგარიში იმ ადამიანთა რაოდენობას, რომელთა სიკვდილი პირდაპირ უკავშირდება სამხედრო ან პოლიტიკურ ძალადობას, 245 ათასად აფასებს. ამ სტატისტიკაში უფრო დიდი წილი სამხედროების დაღუპვას უკავია — მაგალითად, უკრაინის ფრონტზე დაღუპული რუსი ჯარისკაცების. თუმცა დაღუპულთა საერთო რაოდენობის 25 პროცენტზე მეტი — 76,5 ათასი ადამიანი — მშვიდობიან მოსახლეობაზე მოდის. ამ კატეგორიაში ზრდა 2024 წელთან შედარებით ხუთმაგია.

მკვლევრები ამ მძიმე სტატისტიკაში მკვეთრ ზრდას სუდანში არმიასა და მეამბოხეებს შორის დაპირისპირებით ხსნიან. ქალაქ ელ-ფაშერის ალყამ, მკვლელობებმა და შიმშილით დაღუპვამ გასულ წელს იქ დაახლოებით 60 ათასი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.

„ბოლო ხუთი თუ ექვსი წელია, რამდენიმე დიდი კონფლიქტი ერთდროულად მიმდინარეობს, ან როგორც კი ერთი მთავრდება, მაშინვე მეორე იწყება. მსოფლიოს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევენ,“ — ამბობს რუსტადი. — „ამით განსხვავდება დღევანდელი ვითარება წინა წლებისგან — კონფლიქტების ინტენსივობა მთელ მსოფლიოში მაღალი და მუდმივია.“

ნორვეგიული ინსტიტუტი თავის მიმოხილვებში კონფლიქტების სამ ძირითად ტიპს გამოყოფს: კონფლიქტებს, რომლებშიც სულ მცირე ერთი სახელმწიფო მაინც მონაწილეობს; არასახელმწიფო კონფლიქტებს; და სიტუაციებს, როდესაც მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობა ცალმხრივ ხასიათს ატარებს.

პირველი ტიპის კონფლიქტების მხრივ ლიდერობს აფრიკა — 29 კონფლიქტით. შემდეგ მოდის აზია და ახლო აღმოსავლეთი. ევროპაში ასეთი კონფლიქტი მხოლოდ ერთია, მაგრამ ისეთი მასშტაბის, როგორიც კონტინენტს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ უნახავს.

სულ კი იმ კონფლიქტების რაოდენობამ, რომლებსაც „ომი“ შეიძლება ეწოდოს, ნორვეგიელი მკვლევრების დათვლით, გასულ წელს 13-ს მიაღწია. შედარებით მშვიდი 2000-იანი წლებისა და 2017–2022 წლების ხუთწლიანი პერიოდის შემდეგ, ომების რაოდენობაც იზრდება.

რუსტადი ხაზს უსვამს, რომ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფო ისრაელია, რომელიც სხვადასხვა ტიპის ხუთ კონფლიქტშია ჩართული — ღაზის სექტორში, სირიაში, ლიბანში, ირანის წინააღმდეგ და იემენში ჰუსიტების წინააღმდეგ. აზიაში ასეთ „ლიდერობას“ მიანმა, იგივე ბირმა, ინარჩუნებს. ერთდროულად ოთხ კონფლიქტში არიან ჩართული სირია, პაკისტანი და ინდოეთი.

ანგარიშის ავტორმა აშშ-იც ახსენა და თქვა, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნებამ მოიტანა „არა მხოლოდ თავდასხმები და ძალადობის გაზრდილი დონე, არამედ სავაჭრო ბარიერების აღმართვაც“.

„თანამშრომლობა ჯერჯერობით შეიძლება დავივიწყოთ. გაეროს უშიშროების საბჭო ამ ეტაპზე არ მუშაობს და მსოფლიო სულ უფრო მეტად პოლარიზებული ხდება“, — განაცხადა მან.

spot_imgspot_img

პოპულარული

რატომ იზრდება ირანული კომპანიების რაოდენობა ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ირანული ინვესტიციების მოცულობა?

8 აგვისტოს აშშ-ის მიერ საქართველოში რეგისტრირებული კრიპტოკომპანიის დასანქცირების შემდეგ...

გლოვოს კურიერზე თავდასხმისთვის კიდევ 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს...

რა ინფორმაციას ავრცელებს შსს 2014 წელს გაუჩინარებული ახალგაზრდის საქმეზე

2014 წელს გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ...

„ტროლები“ ირაკლი კობახიძის მხარდასაჭერად

230 „ტროლი“, რომელიც ირაკლი კობახიძის განცხადებებს „ალაიქებდა“ „მითების დეტექტორმა“...

დამწყები მძღოლებისთვის სპეციალური გამოსაცდელი პერიოდის დანერგვა იგეგმება.მათთვის სანქციები უფრო მკაცრი იქნება

2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიაში, რომელიც მთავრობამ 5...

მოსკოვში გაქცეული დიქტატორის განაჩენი: ბაშარ ალ-ასადს სირიაში სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

სირიის გარდამავალმა უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის ყოფილ დიქტატორს, ბაშარ ალ-ასადს...

აგვისტოს ომის მე-18 წლისთავზე საქართველოს ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის...
spot_img

ყველა ამბავი

კომპანია „სოლიდუსმა“ ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ 100 ტონა საწვავი შეიტანა

კომპანია „სოლიდუსმა“ ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ 100 ტონა საწვავი შეიტანა. ამის შესახებ კომპანიის მფლობელმა გიორგი არველაძემ BM.GE-ის განუცხადა.„სანამ ეს კრიზისი...

რომან გოცირიძე: ფხაზეთში საწვავის შეტანა საქართველოს და რუსეთის ხელისუფლების ორგანიზებით მოხდა

ვისოლი, გალფი, სოკარი, რომპეტროლი, ლუკოილი-აქედან ერთ-ერთი არის ის კომპანია, რომელმაც ოკუპანტებს დახმარების ხელი გაუწოდა. გუშინ სოჭში საწვავზე 15 საათიანი...

6 კითხვა ირაკლი კობახიძეს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აფხაზეთში საწვავის შეტანის დეტალების გასაჯაროებას ითხოვს.პარტიის წევრმა შალვა კერესელიძემ ირაკლი კობახიძეს ამ საკითხზე სადეპუტატო შეკითხვით მიმართა.კობახიძესთან...

„ტროლები“ ირაკლი კობახიძის მხარდასაჭერად

230 „ტროლი“, რომელიც ირაკლი კობახიძის განცხადებებს „ალაიქებდა“ „მითების დეტექტორმა“ გამოავლინა.ამ ყალბი ანგარიშებით სოციალურ ქსელში კობახიძის იმ განცხადებებს იწონებდნენ, რომელიც...

პუტინი ჯავშანმატარებლით გადაადგილდება და მოსკოვში „ყალბ“ კორტეჟებს დაატარებს, რათა უკრაინულ დრონებს დაემალოს, — NYT

The New York Times წერს, რომ კრემლის ბინადრის პარანოია ახალ დონეზე გადავიდა. ახლა პუტინი უპირატესობას ანიჭებს საიდუმლო ჯავშანმატარებელს, რომელიც...

გლოვოს კურიერზე თავდასხმისთვის კიდევ 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, ორი არასრულწლოვანი...

რუსეთთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა 50 კომპანიის გატეხვის შესახებ განაცხადეს

ჰაკერულმა დაჯგუფება Cl0p-მა, რომელსაც მედიაში რუსეთთან აკავშირებენ, განაცხადა, რომ თითქმის 50 გლობალური კომპანიის ინფორმაცია მოიპარა. მათ შორის არიან Philips,...

ნოვოროსიისკის სამივე მარცვლეულის ტერმინალის მუშაობა შეჩერებულია

ნოვოროსიისკის პორტის მარცვლეულის ტერმინალმა КСК–მ თანამშრომლებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ოპერაციების დროებით შეჩერების შესახებ განაცხადა. მანამდე დრონებით თავდასხმების...

შამანი, რომელიც კრემლიდან პუტინის „განდევნას“ გეგმავდა, სასამართლომ ისევ ფსიქიატრიულში დატოვა

იაკუტიის სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება ცნობილი იაკუტელი შამანის, ალექსანდრ გაბიშევის იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ვადის გაგრძელების შესახებ.სასამართლო კოლეგიამ უარი თქვა...

გერმანიის ახალი ელჩი: არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან

არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან - გერამანიის ახალი ელჩის ბარბარა ფოსის კომენტარს საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.„არსებული...

ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი შპს „სოლიდუსმა“ შეიტანა

ოკუპირებულ აფხაზეთს საწვავი კომპანია „სოლიდუსმა“ მიაწოდა. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ წერს, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ საწვავის მიწოდება „სპეციალური...

პუტინის ვიზიტი სადაო კუნძულზე და მედვედევი: იაპონიის პრემიერის ყბედობა არაფერს შეცვლის

„იაპონიის პრემიერის ყბედობა არაფერს შეცვლის, კურილის კუნძულები იყო, არის და იქნება რუსეთის ტერიტორია“ - ეს განცხადება რუსეთის უშიშროების საბჭოს...