მივესალმები ესპანეთს, არ დაუშვას არალეგალი მიგრანტების შესვლა ევროპის კონტინენტზე – მერცი

ესპანეთს სჭირდება, რომ სეუტაში არსებული სიტუაცია რაც შეიძლება სწრაფად კონტროლს დაექვემდებაროს. ამიტომ, მივესალმები ესპანეთის განზრახვას, არ დაუშვას არალეგალი მიგრანტების შესვლა ევროპის კონტინენტზე, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებაშია აღნიშნული.

„მაქვს მკაფიო მოლოდინი, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო შეასრულებს ამ ვალდებულებას. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ კონტაქტზე ვართ ესპანეთის მთავრობასთან“, – აცხადებს მერცი.