„საბა ჯიქია 20 წლის გახდა ციხეში, ანდრო ჭიჭინაძე 30-ის, გიორგი ჩიკვაიძე 40-ის. ესენი სინდისით, ღირსებით და ახალი ენერგიით ააშენებენ თავისუფალ საქართველოს… ათმაგად დაუბრუნდებათ მათ და მათ ოჯახებს ეს ციხეში გაუტეხლად გატარებული წლები!
მადლობა ყველაფრისთვის და პირველ რიგში, იმისთვის, რაც ყველაზე უფრო გვიჭირს და გვაკლია, ადამიანობის და პატრიოტიზმის მაგალითისთვის!
ცხადია, ეს მადლობა მხოლოდ ამ სამს კი არა, ყველას ეკუთვნის, ვინც შემართების და უკომპრომისო ბრძოლის მაგალითს გვაძლევს ციხიდან. ეს როცა რეჟიმის წარმომადგენლები კი უღირსობის, კორუმპირებულობის, ლაჩრობის, ცრუობის და კიდევ რისი არა, მაგალითს იძლევიან ყოველდღიურად“,
ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს.















