ნიუ-იორკის თაიმს-სქვერზე დანით თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა

ორი სამზარეულოს დანით შეიარაღებულმა ქალმა ნიუ-იორკის თაიმს-სქვერზე ერთი ადამიანი მოკლა და კიდევ ერთი დაჭრა, რის შემდეგაც პოლიციამ მას ცეცხლი გაუხსნა და სასიკვდილოდ დაჭრა. ხელისუფლების განცხადებით, თავდასხმა შემთხვევითი და არაპროვოცირებული იყო.

თავდასხმა ადგილობრივი დროით 16:30 საათამდე ცოტა ხნით ადრე, One Times Square-ის შენობასთან მდებარე პოლიციის ქვეგანყოფილების სიახლოვეს მოხდა. სწორედ ამ შენობასთან იმართება ყოველწლიურად ახალი წლის ღამეს ცნობილი ბურთის დაშვების ცერემონია.

ნიუ-იორკის პოლიციის კომისრის, ჯესიკა ტიშის განცხადებით, 49 წლის ეჭვმიტანილმა, რომელიც ქუინსში ცხოვრობდა, სავაჭრო ჩანთიდან დანები ამოიღო და მეტროს სადგურიდან მეუღლესთან ერთად გამოსულ 68 წლის მამაკაცი მუცლის არეში დაჭრა.

ამის შემდეგ მან თავს დაესხა 32 წლის ქალს და მასაც მუცლის არეში მიაყენა ჭრილობა.

ორივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ახალგაზრდა ქალი მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა, ხოლო 68 წლის მამაკაცის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია, აცხადებენ პოლიციაში.

ტიშის განცხადებით, პოლიციელებმა თავდამსხმელს ალყა შემოარტყეს და სცადეს დაერწმუნებინათ, დანები დაეგდო. შემდეგ მათ ელექტროშოკერი გამოიყენეს, თუმცა ვერც ამან შეაჩერა ქალი.

გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა პოლიციელებს უთხრა: „არაფერს დავაგდებ, მირჩევნია ორივე მოგკლათ“, რის შემდეგაც აღმართული დანებით მათკენ დაიძრა.

ამის შემდეგ რამდენიმე პოლიციელმა ცეცხლი გახსნა. თვითმხილველის მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ეცემა ქალი მიწაზე. პოლიციელებმა მას ხელბორკილები დაადეს და პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, თუმცა მოგვიანებით მისი გარდაცვალება დაადასტურეს.

„ეს იყო უკიდურესად სახიფათო ვითარება, რომელიც თაიმს-სქვერის — მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალი ადგილის — შუაგულში ვითარდებოდა“, — განაცხადა ტიშმა.

მისი თქმით, თავდასხმა შემთხვევითი და არაპროვოცირებული იყო.

ტიშის განცხადებით, პოლიციის ჩანაწერებში ეჭვმიტანილის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რამდენიმე შემთხვევა ფიქსირდებოდა, მათ შორის 2018 და 2019 წლებში, თუმცა მანამდე იგი არასოდეს დაუკავებიათ.

გამომძიებლები არ მიიჩნევენ, რომ თავდასხმა ტერორიზმთან იყო დაკავშირებული. პოლიციას მსხვერპლთა ვინაობა ჯერ არ გაუსაჯაროებია — მანამდე, სანამ მათ ოჯახებს მომხდარის შესახებ შეატყობინებენ.

ნიუ-იორკის მერმა, ზოჰრან მამდანიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „ვიცით, რომ დღეს მომხდარმა ამ ოჯახების ცხოვრება გაანადგურა და მომდევნო საათების, დღეებისა და კვირების განმავლობაში მათ გვერდით ვიქნებით.“

ნიუ–იორკის მერი, ზოჰრან მამდანი

როგორც მამდანიმ, ისე ტიშმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციელებს და აღნიშნეს, რომ მათმა მოქმედებებმა, სავარაუდოდ, თავიდან აიცილა უფრო მეტი მსხვერპლი.

ეს წელს თაიმს-სქვერზე დანით თავდასხმის შედეგად ადამიანის დაღუპვის უკვე მეორე შემთხვევაა. მსგავსი თავდასხმა მაისშიც მოხდა. ამასთან, მთლიანად ნიუ-იორკში მკვლელობების მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა და ბოლო ათწლეულების ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე ჩამოვიდა.

პოპულარული

ვარშავაში დააკავეს და საქართველოში დააბრუნეს „კანონიერი ქურდი“, რომელიც ქართული კრიმინალური ჯგუფების ზედამხედველობას გეგმავდა

საქართველოდან პოლონეთში ჩასული „კანონიერი ქურდი“ ვარშავის აეროპორტში დააკავეს და...

პოპულარული შაქრის შემცვლელების გავლენა შესაძლოა მომავალ თაობებსაც გადაეცეს–კვლევა

თაგვებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პოპულარული დამატკბობლები, სუკრალოზა და...

ელისო კილაძე გამოსვლისთანავე აუცილებლად დაიწყებს მდინარაძის მხილებას.. მტკიცებულებები შენახული აქვს – ადვოკატი

ელისო კილაძე გამოსვლისთანავე აუცილებლად დაიწყებს მამუკა მდინარაძის მხილებას -...

ბუდანოვმა ვოლოდიმირ ზელენსკის დონბასის დათმობაზე უარის თქმა ურჩია

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის...

მომდევნო დღეებში, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

1-2 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი...

თავდასხმა კიევის ცენტრზე: რუსულმა დრონმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობას დაარტყა

რუსულმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინის დედაქალაქის ცენტრში, ვოლოდიმირსკას ქუჩაზე მდებარე...

რუსეთში თავდასხმის შედეგად მძიმედ დაიჭრა ავიაციის გენერალი სერგეი რომაშენკო

სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში, 3 სექტემბრის დილით, უცნობმა პირმა...

დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების საქმეზე დაკავებულ ქალს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების...

ყველა ამბავი

კრემლში პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები კიევში ზელენსკის შეხვდნენ

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მოლაპარაკებები კიევში დასრულდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მხარეებმა დეტალებზე ძალიან მწირი...

FT: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ამას Focaldata-სა და Financial Times-ის (FT) მიერ ჩატარებული გამოკითხვის...

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს.დაკავებული, საბერძნეთის სამართალდამცავი ორგანოების...

ნატომ პირველად ჩაატარა სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე

ნატოს ქვეყნებმა ალიანსის ისტორიაში პირველად ჩაატარეს სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე, — ამის შესახებ Politico-მ შაბათს, 5 სექტემბერს, დაწერა....

ნიღბიანმა ანტიმიგრანტმა დემონსტრანტებმა ბრიტანეთში დოვერის ტერმინალი გადაკეტეს

შაბათს ინგლისის ქალაქ დოვერში ასობით ნიღბიანმა ადამიანმა ანტიმიგრაციული აქციის ფარგლებში მოძრაობა გადაკეტა, რის გამოც საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის...

ახალდაბის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა

ახალდაბის გზაზე მოზარდს მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც მოზარდი გარდაიცვალა.შსს–ს ინფორმაცით, ავტომობილის მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და ის უკვე დაკავებულია.მოზარდი ...

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი დროებით შეჩერდა

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი დროებით შეჩერდა. ჯაკარტის სუკარნო-ჰატას აეროპორტში ათიათასობით მგზავრი აღმოჩნდა ჩარჩენილი.ადგილობრივი ხელისუფლების...

რა არის „სლიფმაქსინგი“ და როგორ შეიძლება იდეალური ძილისკენ სწრაფვამ დაძინებაში ხელი შეგიშალოთ

ძილის ხარისხის შეფასებები, მაგნიუმი, თეთრი ხმაურის ჩანაწერები — ის, რაც ოდესღაც უბრალოდ დაძინება იყო, დღეს რეკომენდაციებისა და ტექნოლოგიების ნამდვილ...

პენტაგონმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების 50-მდე თანამშრომელი პოლიგრაფზე შეამოწმა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის დაახლოებით 50 თანამშრომელს იძულებითი პოლიგრაფის ტესტი ჩაუტარდა. მიზეზი მედიაში საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა...

„მიაქვთ წინადადება, როგორ დასრულდეს ომი“ – უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი შაბათს მოსკოვში ჩავიდნენ, სადაც ვლადიმირ პუტინს უნდა შეხვდნენ. დონალდ ტრამპის...

„პუტინის სულიერი მოძღვრის“ საქმეზე ბრალდებულებს ახალი მუხლები დაუმატეს

ФСБ-მ მიტროპოლიტ ტიხონზე სავარაუდოდ დაგეგმილი თავდასხმის საქმეზე ბრალდებები გააფართოვა. ტერაქტის მომზადების გარდა, საქმის ფიგურანტებს ახლა სახელმწიფო ღალატს, მოწინააღმდეგის დახმარებასა...

დივერსიების ტალღა თუ შემთხვევითობების ჯაჭვი – ევროპაში საეჭვო ინციდენტები გახშირდა

ლაიფციგის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი, სადაც ზუსტად ერთი თვის წინ ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს, პირველი შემთხვევა გახდა,...