“2-3 დღის წინ გამაფრთხილეს…ეს უნდა გავარკვიო”:მძიმე ბრალდება და ბესელიას პასუხი ლონდონიდან

{{ARTICLEIMAGE}}

მმართველი გუნდის წევრს ეკა ბესელიას იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან წასვლის შემდეგ მძიმე ბრალდებებს უყენებენ. ექსპერტი გია აბაშიძე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს ეკა ბესელიას ირგვლივ შექმნილ ვითარებას უძღვნის.


ტექსტში წერია, რომ ეკა ბესელიამ “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილისგან დიდი რაოდენობით თანხა მიიღო, რის სანაცვლოდაც მას “ომეგა ჯგუფის” პრობლემები უნდა მოეგვარებინა:


“წლებია, არსებობდა მოარული ხმები, რომ ქალბატონი ბესელია ჯერ კიდევ ლადო ჭანტურიას თავმჯდომარეობის პერიოდიდან, გარკვეულწილად აგვარებდა რაღაც საქმეებს უზენაეს სასამართლოში. ამჯერად კი, ამ ახალი მოგვარების დამადასტურებელი ფაქტი არსებობს: “ჩეთემ ჰაუსის” ამ წყაროს ინფორმაციით, ეკა ბესელიამ კომპრომატების “მასწერ სპორტა”-ს ზაზა ოქუაშვილისგან, აიღო ქრთამი “ომეგას” მრავალმილიონიანი დავის მოსაგვარებლად. თუმცა, ეს დავა ვერ მოგვარდა და ბესელიას მოუწია ქრთამის ნაწილის დაბრუნება. ამ ყველაფრის ჩანაწერი კი, როგორც მითხრეს, ოქუაშვილს გაუკეთებია და ახალი გასროლით ემუქრება “ქოცნებას”.


თავად ბესელია ამბობს, რომ ის პროვოკაციებს ელოდა და დარწმუნებულია, რომ გია აბაშიძე კონკრეტული ჯგუფის დავალებას ასრულებს.


“ეს იმდენად დიდი აბსურდი და სიგიჟეა, სამარცხვინო რაღაც – შინაარსში ვერ შევალ. გია აბაშიძე პარტიის ოფისში ტრიალებს და მუშაობს პიარის თუ ექსპერტების ჯგუფთან. მიკვირს, ვინ დაავალა ამის დაწერა – 2-3 დღის წინ მითხრეს, რომ პროვოკაციას ამზადებდნენ, არ ვიცოდი შინაარსი, მითხრეს ეს გვარი და გამეცინა. არ ვიცნობ ამ ადამიანს, ჩვენს ოფისში მყავს ნანახი და მგონია, რომ დავალება მისცეს. ვინ მისცა დავალება, ეს უნდა გავარკვიო. გია აბაშიძეს კარგად არ ვიცნობ, თუმცა არც ასეთ ადამიანად ვიცნობ. არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს არის ფორმა და ის გზა, რომლითაც რაღაც ჯგუფმა ჩემთან ომი გადაწყვიტა”,განაცხადა ბესელიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2” – ის ეთერში ლონდონიდან სატელეფონო ჩართვის დროს.


“ქართული ოცნება” ივანიშვილის ხელმძღვანელობით პარტიის ოფისში სხდომას მართავს


“დაწყნარდით, გაიღიმეთ ყველამ”: ბესელიამ იურიდიული კომიტეტის ბოლო სხდომა ჩაატარა (ვიდეო)

ბესელიას ყოფილი კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე გახდა

ყველაფერი ამით არ დასრულებულა:ეკა ბესელიას ანონსი

“გაიარ-გამოიარე და მერე შემოდი”: დაპირისპირება ეკა ბესელიასა და სოფიო კილაძეს შორის (ვიდეო)

პრემიერმა ბესელიას გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა