2-დან 6 მარტის ჩათვლით საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს

2-6 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 2 მარტს დღის საათებში +12, +17 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო 3-6 მარტს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +21, +26, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 2 მარტს +13, +15 გრადუსია, ხოლო 3-6 მარტს +19, +21 გრადუსამდე მოიმატებს.