2 კინოთეატრში ლევან აკინის ფილმის კინოჩვენება დაიწყო

კინოთეატრ “ამირანში”  და “გალერია თბილისში”  ლევან აკინის ფილმის”და ჩვენ ვიცეკვეთ” კინოჩვენება დაიწყო. პარალელურად “ამირანთან” მიმდინარეობს აქცია, რომლის ორგანიზატორებიც არიან “ქართული მარში” ლევან ვასაძე და სხვა ნაციონალისტური ჯგუფები. შენობაში და მის გარეთ მობილიზებულია პოლიცია. შენობაში იმყოფება გურამ ფალავანდიშვილი, თუმცა იმ სართულზე მოხვედრა, სადაც სეანსი მიმდინარეობს, ფალავანდიშვილმა ვერ მოახერხა.