კალაძის გადაწყვეტილებას ყოფილი მერი პოპულიზმს უკავშირებს

თბილისში ინტენსიური მშენებლობა ვეღარ განხორციელდება. დედაქალაქის მერის გადაწყვეტილებით, კოეფიციენტების მატება და კა-2 კოეფიციენტების გაყიდვა აღიკვეთება. კოეფიციენტებს თავად მერია ყიდის, რასაც დღეს კალაძემ კოეფიცინტის გადამეტება უწოდა და თქვა, რომ ეს ქალაქს ამახინჯებს.

მერის მოადგილე განმარტავს, რომ კოეფიციენტების გადამეტება თავისი შინაარსით სუბიექტის მიერ ფულის ოფიციალურად გადახდის სანაცვლოდ, მეტი სიმაღლისა და ფართის აშენების უფლების ყიდვას ნიშნავს, რაც მაია ბითაძის თქმით, თბილისში 2005 წლიდან ხდება. თუმცა მერიის გადაწყვეტილებით, ეს პრაქტიკა მარტიდან აღიკვეთება, რადგან მან ქაოტური განაშენიანება და სატრასპორტო კოლაფსი გამოწივია, 

K2 კოეფიციენტის გაყიდვის სამართლებრივ დონეზე აკრძალვას საკრებულოს უმრავლესობა მხარს უჭერს. ამბობენ, რომ შედეგად, დედაქალაქში ქაოტური განაშენიანება დასრულდება და თბილისი გენერალური გეგმის ძირითადი პარამეტრების მიხედვით განვითარდება.

საკრებულოს ოპოზიცია კი ამბობს, რომ საჭიროა გაირკვეს, ინიციატივას რაიმე ხარვეზები ხომ არ აქვს. ფარქცია ნაციონალური მოძრაობის წევრის, ნიკოლოზ ვაჩეიშვილის თქმით, ნარმანიას მერობის დროს კოეფიციენტების გადამეტების მიმართულებით საგამონაკლისო მუხლი არსებობდა, რის შედეგადაც უამრავი შენობა აშენდა, რომელსაც ფორმალურად სასტუმრებო ერქვა, მაგრამ რეალურად, კოეფიცინტის გადაჭარბებით აგებული მულტიფუნქციური ნაგებობები იყო.

თბილისის ყოფილი მერი კი კალაძის გადაწყვეტილებას პოპულისტურს და არასამართლიანს უწოდებს და ამბობს, რომ კოეფიციენტების მატების აკრძალვაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, ვინაიდან ქალაქის გენერალური გეგმა არ დამტკიცებულა. გიგი უგულავა კალაძეს მოუწოდებს, გაასაჯაროვოს მისი მერობის პერიოდში კა-2 კოეფიციენტი რამდენჯერ და ვისზე გაიყიდა.

კა2 კოეფიციენტების გაყიდვის შესახებ ინიციატივას მერია საკრებულოს ერთ კვირაში წარუდგენს. საკრებულო კი ამ ცვლილებაზე, თილისის გენერალურ გეგმასთან ერთად, მარტის დასწყისში იმსჯელებს.