2 თვის წინ დაკარგული შოთა სამხარაძის ცხედარი იპოვეს

მამაკაცი რომელიც ონის მუნიციპალიტეტში 2 თვის წინ დაიკარგა, შოვთან ახლოს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.

23 წლის შოთა სამხარაძეს 14 იანვრიდან ეძებდნენ. ადგილობრივების თქმით მამაკაცი ბოლოს სასტუმროების მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ თოვლის ფესტივალზე ნახეს, ფესტივალის შემდეგ კი ის აღარავის უნახავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცხედარი სამართალდამცავებმა კურორტ შოვთან ახლოს ნახეს. გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.