20 მაისს თბილისის რამდენიმე საბავშვო ბაღი არ იმუშავებს

ორშაბათს, 20 მაისს თბილისში შვიდი საბავშვო ბაგა-ბაღი არ იმუშავებს. მიზეზი წინა დღეს გამართული არჩევნების შემდეგ სანიტარულ-სადეზინფენქციო სამუშაოების ჩატარებაა.

ერთდღიანი დახურვა  იმ ბაღებს შეეხება, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული. ესენი 144-ე, 150-ე, 155-ე, მე-3, 170-ე, 152-ე და 172-ე საბავშვო ბაღები.

ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 21 მაისიდან განახლდება. შეფერხება არ ეხება სკოლებს, სადაც ასევეა  განთავსებული საარჩევნო უბნები.