20 მილიონი ლარი მთავრობის პიარსამსახურის ხელფასებში-ყველაზე მაღალანაზღაურებადი პიარსამსახურების ათეული

2018 წელს მთავრობის პიარსამსახურებში დასაქმებულთა ანაზღაურებამ    20 047 896 ლარი შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო” აქვეყნებს.

მათი ცნობით:

  • საჯარო უწყებების საზოგადოებასთან/მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, დაახლოებით, 4%-ით არის გაზრდილი. 2017 წელს 194 უწყების პიარსამსახურში დასაქმებული იყო 996 თანამშრომელი, ხოლო 2018 წელს – 1037.

  • 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, პიარსამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურება (ხელფასი, პრემია, ბონუსი, დანამატი) დაახლოებით, 2 მილიონ ლარამდე არის გაზრდილი, რაც, 10%-მდე ზრდას წარმოადგენს. 2017 წელს 194 უწყების პიართანამშრომელთა ანაზღაურებამ, საერთო ჯამში, 18 111 258 ლარი შეადგინა, 2018 წელს კი – 20 047 896 ლარი.

 

  • 2013 წლიდან დღემდე ყოველწლიურად იზრდება საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა და მათი ანაზღაურებისთვის დახარჯული თანხა.

ორგანიზაციამ ასევე ყველაზე მაღალანაზღაურებადი პიარის სამსახურები გამოავლინა. კვლევის მიხედვით, თანამშრომელთა ანაზღაურებაში ყველაზე მეტ თანხას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ხარჯავს, მას ცოტათი ჩამორჩება საქართველოს პარლამენტი და შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ყველაზე მეტი 73 თანამშრომელი მედიასთან/საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროშია დასაქმებული, მას თავდაცვის სამინისტრო მოსდევს.
{{PHOTOGALLERY}}