20 წლის პოლიციელის მკვლელი პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძის რეკომენდაციით შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას მუკბანიანის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი, დავით ჯაფარიძე ავრცელებს.
“რეკომენდატორთა შორის ჭიდაობის ფედერაციაც არის. არის სხვადასხვა ფედერაციები – მათ შორის კრივის ფედერაცია. ფეხბურთისაც კი არის – აჭარის, როგორც მახსოვს. ძალიან ბევრი ადამიანია. მათ შორის არიან სასულიერო პირები. არაერთი სასულიერო პირია, რომელებიც შედიოდნენ დევიძესთან. მას ჰყავს მოძღვარი. აღმსარებელია.
ტოჩინოშინიც არის რეკომენდატორთა შორის. განვცხადებაც შეიტანა, რომ შეეწყალებინათ ეს ადამიანი”- განაცხადა ადვოკატმა.