ჰოლანდიელმა ხელოვნების დეტექტივმა არტურ ბრენდმა პიკასოს გაუჩინარებული ნახატი, იპოვნა.
„დორა მაარის პორტრეტი“ 1999 წელს საუდის არაბეთის ერთ-ერთ შეიხს იახტიდან მოპარეს. მაშინ ნახატის ფასი 7 მილიონი ევრო იყო. ნახატზე პიკასოს საყვარელი, დორა მაარია გამოსახული, რომელიც 7 წლის განმავლობაში პიკასოს მუზა იყო. ნახატი 1938 წელს არის შესრულებული.
როგორც არტურ ბრენდი აცხადებს ნახატზე გამოძიება მან 2015 წელს დაიწყო და რამდენიმე წლის განმავლობაში ნიდერლანდების კრიმინალურ სამყაროში ხელიდან ხელში გადადიოდა. “დამიკავშირდა ერთერთი ჰოლანდიელი ბიზნესმენის ორი წარმომადგენელი და განმიცხადა, რომ მათი ერთ-ერთი კლიენტი ამ სურათს ფლობს და არ იცის რა ქნას, რადგან მან ის კანონის სრული დაცვით შეიძინა, თუმცა, შემდეგ გაირკვა, თანხის გადახდის მეთოდი მაინც და მაინც კანონიერი არ ყოფილა. მათ სურათი, ამსტერდამში, ჩემს სახლში მოიტანეს,” – აცხადებს ჰოლანდიელი ხელოვნების დეტექტივი.
საფრანგეთისა და ნიდერლანდების პოლიცია აცხადებს, რომ ნახატის ბოლო მფლობელს არ ადანაშაულებენ. “დორა მაარის პორტრეტი“ აჟამად სადაზღვევო სამსახურის მუშაკებს აქვთ, რომლებიც გადაწყვეტენ თუ რას მოუხერხებენ მას მომავალში.