200%-ით ვენდობი საქართველოს გენერალურ პროკურატურას-დიმიტრი გაბუნია

200%-ით ვენდობი საქართველოს გენერალურ პროკურატურას-ამის შესახებ დიმიტრი გაბუნიამ საგამოძიებო ორგანოს დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის,გაბუნიას განცხადებით, შეწყალების საქმეზე მისი გამოკითხვის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გაუთქმელობის პირობა ჩამოართვეს.

„მე დავიკითხე მოწმის სახით, სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტთან დაკავშირებით და დეტალურად მივაწოდე გამოძიებას ინფორმაცია, რაც მე მქონდა. რაც შეეხება გამოძიების შეკითხვებს და დეტალებს, მე მოვაწერე ხელი გაუთქმელობის ხელწერილს და არ მაქვს უფლება მოგახსენოთ, კონკრეტულად რა პასუხები გავეცი. ის, რაზეც მე ვილაპარაკე რამდენიმე დღის წინ, ბუნებრივია, განხილვის საგანი იქნებოდა. დანარჩენი არის ძიების საგანი.
„დღევანდელი გამოკითხვის მერეც მე დამრჩა ეს განცდა, რომ გამოძიება დაინტერესებულია გამოავლინოს შესაძლო დანაშაულში მხილებული პირები და 200%-ით ვენდობი საქართველოს გენერალურ პროკურატურას და გამოძიებას. ჩემს ინტერესშია და მოვითხოვე კიდეც, რომ გამოვეკითხე გამოძიებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება დეტალურად, უმოკლეს ვადებში დადებს დასკვნას და თუ შესაძლო დანაშაულში მხილებული პირები გამოიკვეთნენ, ისინი უმკაცრესად უნდა დაისაჯონ კანონის სრული სიმკაცრით. უნდა დაიკითხოს აბსოლუტურად ყველა პირი“, – განაცხადა გაბუნიამ.