ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ 2003 წლის მთელი კამპანია „ვარდების რევოლუციის“ ჩათვლით,მის მიერ იყო დაფინანსებული. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა.
„მე მქონდა გარკვეული სახის კავშირები მაშინაც, მანამდეც და მერეც. 2003 წელს, კონსპირაციებისა და შეთქმულებების თეორიებს რომ აწყობდით და იძახით, რომ თითქოს სოროსმა დააფინანსა „ვარდების რევოლუცია“, ან ბიძინა ივანიშვილმა, 2003 წლის მთელი კამპანია დაფინანსებული იყო ჩემ მიერ, მაშინაც მქონდა ამის ბერკეტი, ახლაც მაქვს და კიდევ მექნება დიდი ალბათობით“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.