რუსული ჭურვი მოლდოვის საზღვარზე ჩამოვარდა და სამგზავრო ავტობუსი დააზიანა

დღეს დილით, მოლდოვა-უკრაინის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მორიგი საჰაერო იერიშის დროს, ჭურვი მოლდოვის საზღვართან მდებარე „პალანკა-მაიაკი-უდობნეს“ სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან ჩამოვარდა, რიკოშეტით ასხლტა და პირდაპირ სასაზღვრო ბარიერთან მდგარ სამგზავრო ავტობუსსა და სასაზღვრო ჯიხურს დაეჯახა. ავტობუსში მყოფ მგზავრთაგან არავინ დაშავებულა, მსუბუქი დაზიანებები მიიღო მორიგე მესაზღვრემ.

„აფეთქების შედეგად, ნატეხებისგან მსუბუქი დაზიანებები მიიღო მოლდოვის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა, რომელსაც პირველადი დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს. ავტობუსში მყოფი მგზავრებიდან არავინ დაშავებულა. ჭურვმა დააზიანა ტრანსპორტი და კონტროლის კაბინა. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, პალანკის გამშვები პუნქტის მუშაობა სრულად შეჩერებულია“ – აცხადებს მოლდოვას სასაზღვრო პოლიცია.

ორი დღის წინ, 3 ოქტომბერს, რუსულმა რაკეტებმა და დრონებმა რამდენჯერმე დაარღვიეს მოლდოვას საჰაერო სივრცე. მოხდა აფეთქებები, რის გამოც მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი, ოლეგ ოზეროვი, სასწრაფოდ დაიბარა და პროტესტის მკაცრი ნოტა გადასცა. თუმცა ელჩმა განაცხადა, რომ ყელში ამოუვიდათ უსაფუძვლო ბრალდებები. საპასუხოდ, მოლდოვის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ აგრესიის ყველა მტკიცებულება პირდაპირ მათ მიწაზე დევს.

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ კი ბოლო დღეების თავდასხმებზე საკუთარ X გვერდზე დაწერა, რომ რუსეთის ომი საშიშად ვრცელდება უკვე მოლდოვაზე და მოსკოვი, რომელიც უკვე მთელს ევროპაში საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს, უნდა შეაჩერონ.

მოლდოვას საპატრულო პოლიციამ პალანკის მიმართულებით მიმავალი გზები ჩაკეტა, რათა შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები უსაფრთხოდ ჩატარდეს. უწყებები მოქალაქეებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ აღნიშნული მიმართულებით მგზავრობისგან.

პოპულარული

ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ომს აწარმოებს – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა „ვალდაის“ კლუბის ყოველწლიური...

საქართველოდან ექსტრადირებული პატიმარი, რუსეთში, გაქცევის მცდელობისას მოკლეს

საქართველოდან 2026 წლის 24 სექტემბერს ექსტრადირებული პატიმარი, დმიტრი პუშკარევი,...

“ომი ჩვენ წინააღმდეგ დაიწყეს” – პუტინი ამბობს რომ ომი არ უნდოდა

"კიდევ ერთხელ, სად არის სიმართლე? სიმართლე ისაა, რომ ომი...

საპოლიციო ღონისძიება თბილისსა და რეგიონებში – დაკავებულია ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად,...

ჩემი გადადგომის შემდეგ ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა?: ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან

პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი რიგით მე-8 წერილს...

„თანამშრომლობამ აზრი დაკარგა“ – გერმანიის საგარეო უწყება და ბუნდესტაგის დეპუტატები თბილისის გადაწყვეტილებებს მკაცრად აკრიტიკებენ

გერმანიის მთავრობა სინანულს გამოთქვამს თბილისში ადენაუერისა და ნაუმანის ფონდების...

გერმანიის ელჩი: ჩვენი პოლიტიკური ფონდები იძულებულნი გახდნენ, დროებით შეეჩერებინათ მუშაობა

გერმანიის ახლად დანიშნულმა ელჩმა საქართველოში, ბარბარა ფოსმა, თბილისში, გერმანიის...

ქართული ოცნება ჩემზე რას იტყვის, რას დაწერს ან რას გაავრცელებს, ეს ჩემთვის საინტერესო არასდროს ყოფილა და არც ახლა არის – გელა ხასაია

"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრმა გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ განაცხადა,...

ყველა ამბავი

პენიტენციური სამსახური პატიმარ დავითაძის ოჯახს პასუხობს და კიდევ ერთ ვიდეოს ასაჯაროებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დედის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მე-6 დაწესებულების მსჯავრდებულთა დეესკალაციის საკნებში გადაყვანა არ...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა – კავკასიის უნივერსიტეტი

"რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა"-კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება."კავკასიის უნივერსიტეტი ეხმაურება...

“ჩვეულებრივი სპექტაკლია” – შარმანაშვილი მსჯავრდებულ დავითაძეზე

ეს ჩვეულებრივი სპექტაკლია. მათ ჰგონიათ, რომ ასეთი ტიპის მოქმედებებით შანტაჟს გაუწევენ სახელმწიფოს, სახელმწიფო კი გამოაჩენს სისუსტეს, თავში ხელს შემოირტყამს...

ე.წ. შუმოკი რუსთავის მე-6 ციხეში: მსჯავრდებულმა დავითაძემ ლითონის ნივთები გადაყლაპა

მსჯავრდებული გიორგი დავითაძე უარს ამბობს საავადმყოფოში გადაყვანაზე მას შემდეგ, რაც დედის - ირმა დავითაძის თქმით, 3 ცალი მეტალის ნივთი...

გარდაბანში კაცი მოკლეს – დააკავეს წარსულში ნასამართლევი პირი

სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას ახალგაზრდა მამაკაცს ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა. მამაკაცი...

„ძირს მეფე“, „თქვენ ჩვენს შვილებს ომში კლავთ“ – მოსკოვში კომუნისტების აქციაზე 60-მდე პირი დააკავეს

კვირას, 4 ოქტომბერს, მოსკოვში, სამართალდამცავებმა მასობრივი დაკავებები განახორციელეს მას შემდეგ, რაც კომუნისტური პარტიის მიერ ორგანიზებულ სანქცირებულ მსვლელობაზე ანტისამთავრობო ლოზუნგები...

ოკუპანტებმა ხარკოვზე იერიშისთვის „ბანდეროლის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები გამოიყენეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვის სამრეწველო რაიონზე მორიგი სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რომელიც ხარკოვის მერ იგორ...

პენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი

2026 წლის 4 ოქტომბერს, 21:12 საათზე მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და მის თვალწინ, ასევე...

მოსკოვში ქართველი ბიზნესმენის ყოფილი ცოლი და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს

მოსკოვში ქართველი რესტორატორის, მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე, 53 წლის ელენა წერეთელი და მათი 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს. ორმაგ...

ლატვიის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ კულბერგსის პარტიამ გაიმარჯვა

ლატვიის პრემიერ-მინისტრ ანდრის კულბერგსის მემარჯვენე-კონსერვატიულმა პარტიამ „გაერთიანებული სია“ 3 ოქტომბერს გამართულსაპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი მხარდაჭერა მიიღო. ხმების 98%-ის დათვლის შემდეგ...

ევროპაში თავშესაფრის მოთხოვნების რაოდენობა მეოთხედით შემცირდა

ევროპაში 2026 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში თავშესაფრის მოთხოვნების რაოდენობა მეოთხედით შემცირდა. ამის შესახებ კვირას, 4 ოქტომბერს, Welt am...

„თანამშრომლობამ აზრი დაკარგა“ – გერმანიის საგარეო უწყება და ბუნდესტაგის დეპუტატები თბილისის გადაწყვეტილებებს მკაცრად აკრიტიკებენ

გერმანიის მთავრობა სინანულს გამოთქვამს თბილისში ადენაუერისა და ნაუმანის ფონდების ოფისების დახურვის გამო. გერმანიის ხელისუფლება ამ ნაბიჯს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაზე...