რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი ქართული ტაძრის აღდგენის პროცესში, სავარაუდოდ ქართველი სპეციალისტები ჩაერთვებიან. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, ტაძრის აღდგენის საკითხზე, მხარეებს შორის დიალოგი უკვე დაწყებულია.
„დეტალები ჯერ არ გვაქვს, მოსკოვში არ არის ეს ტაძარი, თუმცა რუსეთშია. სხვას ჯერ ვერ გეტყვით, როცა იქნება საჭირო და დავიწყებთ მუშაობას, ვიტყვით და [ჯგუფის წასვლის შესახებ] ინფორმაციას არ დავმალავთ. მე არ ვარ ამ ჯგუფში ჩართული, ჯერ დასაწყისია ამ ყველაფრის. მნიშვნელოვანია, რომ რეაბილიტაციის პროცესში ჩართული იყოს სამეცნიერო ნაწილი“, – განუცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „ინტერპრესნიუსს“


