პარლამენტის თავჯდომარე ირაკლი კობახიძემ TV პირველის ეთერში ქვეყანაში არსებულ სიღარიბეზე ისაუბრა.
მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ 400 ათასი ადამიანი ამოვიდა სიღარიბიდან და რჩება 750 ათასი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა.
” სიღარიბეს განა ვერ ვხედავთ, აქვე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დღეს 750 ათასი ადამიანი საქართველოში ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. შესაბამისად, რომ გახვალთ ქუჩაში, არა ერთი, ორი, ათი და ასი ადამიანი, შეგიძლიათ 750 ათასი ადამიანი იპოვოთ, რომელიც სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს საქართველოში. ეს არის დღევანდელი რეალობა. აქ მთავარია ტენდენცია ვნახოთ როგორია. 400 ათასი ადამიანი ამოვიდა სიღარიბიდან, რჩება 750 ათასი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ გენიოსები და სასწაული პოლიტიკა გვქონდა, ეს არის მარტივი მათემატიკა და არითმეტიკა. როდესაც ეკონომიკა იზრდება და ეკონომიკა არის გაზრდილი მნიშვნელოვნად 2012 წლის შემდეგ, ეს თავისთავად იწვევს, პირდაპირ რომ დახედოთ ქვეყნების მონაცემებს, ნახავთ ერთი ქვეყანა სადაც მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე არის 5 ათასი დოლარი, მეორე ქვეყანაში 10 ათასი დოლარი, მესამეში 2 ათასი დოლარი, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რა არის სიღარიბე”-განაცხადა კობახიძემ.