2019 წელს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოში 481 ადამიანი დაიღუპა, 7921 დაშავდა

საქართველოში 2019 წლის განმავლობაში 5839 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის გამოც 481 ადამიანი დაიღუპა, 7921 კი დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსფრთხო გზებისთვის“ ავრცელებს.

2019 წელს წინა წელთან შედარებით საქართველოში დაღუპულ პირთა რაოდენობა 5%-ით გაიზარდა, ხოლო საგზაო შემთხვევები 9,5%-ით, დაშავებულთა რაოდენობა კი 12 %-ით შემცირდა. უფრო ზუსტად, 2018 წელს, ჯამში 6452 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც გარდაიცვალა 459 ადამიანი და დაშავდა 9047.

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევ სავარაუდო, ძირითადი მიზეზები ორგანიზაციის ინფორმაციით, არის: მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება, სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში და შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა.