2019 წლის აბიტურიენტთა ზოგადი უნარების გამოცდაში გამოცდაზე გასულთა 13%-მდე აპლიკანტმა ზღვარი ვერ გადალახა და ჩაიჭრა.
ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ ბრიფინგზე განაცხადა, აბიტურიენტების დაახლოებით 87%-მა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი წარმატებით გადალახა.
,, აბიტურიენტების 12,9 პროცენტმა ვერ გადალახა ზოგად უნარებში ზღვარი და გამოეთიშა ამ პროცესს, დაახლოებით 87-მა პროცენტმა კი წარმატებით გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი”, – განაცხადა სოფო გორგოძემ.