“ვალის შემცირებაც მოვახერხეთ და 2022 წელს მშპ-სთან მიმართებათ 60%-დან შემცირდება ჩვენი ვალი 51.1%-მდე. გარდა ამისა, ნაერთი ბიუჯეტი იქნება 21.8 მილიარდი ლარი. 2022 წელს დაგეგმილი გვაქვს 6%-იანი ეკონომიკური ზრდა. ქვეყნის ეკონომიკის მთლიანი მოცულობა მომდევნო წელს იქნება 65 მილიონი ლარი, რაც ნიშნავს რომ ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 5500 დოლარს გადააჭარბებს, ეს ისტორიული მაქსიმუმია”

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.