“21-ე საუკუნის კონდიცირება” ამ სათაურით რუსთავი-თბილისის ტრანსპორტში გადაღებულ ვიდეოს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მგზავრი ავრცელებს.
კადრებში ჩანს, რომ მგზავრობისას სამარშუტო ტაქსის კარი ღია მდგომარეობაშია, როგორც მგზავრი ყვება, ამ საშუალებით მგზავრები ზაფხულის მაღალ ტემპერატურას ებრძვიან.
კონდიცირების პრობლემასა და ტრანსპორტში გაუსაძლის სიცხეზე თბილისში მოძრავი სამარშუტო ტაქსების მგზავრებიც საუბრობენ.
მოთხოვნის მიუხედავად, ხშირ შემთხვევაში მძღოლები კონდიციონერს არ რთავენ.