“22 ივნისს მაქვს ქორწილი და გთხოვთ, გაითვალისწინოთ”- დაკავებული ფეხბურთელი მოსამართლეს

საქალაქო სასამართლოში გარიგებული მატჩების საქმეზე პროცესი მიმდინარეობს  ერთ-ერთმა დაკავებულმა ფეხბურთელმა ლაშა ჩაფიძემ მოსამართლეს თხოვნით მიმართა, გადაწყვეტილების მიღებისას,  გაითვალისწინოს, რომ მას ცოლი მოყავს. 

“შეცდომა დავუშვი. დედა მყავს ცუდად.  22 ივნისს მაქვს ქორწილი და გთხოვთ, ეს ყველაფერი გაითვალისწინოთ,” – მიმართა ფეხბურთელმა მოსამართლეს. 

შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე დაკავებული 11 პირია დაკავებული. მათგან პროკურატურა ოთხის მიმართ პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, დანარჩენი 7 პირის მიმართ კი 10-ათას ლარიან გირაოს.