“22 წლის პოლიციელის დედას შვილი მეორედ მოუკლა სალომე ზურაბიშვილმა!”-ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული შეიწყალა.
“წარმოიდგინეთ ხართ ღამის კლუბში, მთვრალი მამაკაცები უხამსი სიტყვებით მოგმართვენ. მოდის პოლიციელი თქვენს დასაცავად, რომელსაც ნასვამი მამაკაცებიდან ერთ-ერთი იარაღს ართმევს და თავში გასროლით კლავს, მხოლოდ იმიტომ რომ თქვენს დაცვას ცდილობდა.
მკვლელს აკავებენ. უსჯიან 11 წელს და 4 წელიწადში პრეზიდენტი იწყალებს.
უსამართლობის განცდას რომ თავი დავანებოთ. იმასაც, რომ 22 წლის პოლიციელი დედას სახლში მიუსვენეს, რა მესიჯია? რას ეუბნება კრიმინალებს სალომე ზურაბიშვილი პოლიციელის მკვლელის შეწყალებით?
არაფერია უსამართლობის განცდაზე სასტიკი. 22 წლის პოლიციელის დედას შვილი მეორედ მოუკლა სალომე ზურაბიშვილმა! კრიმინალების პრეზიდენტმა”-წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
დევაძე ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს და 2015 წელს მას 12 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.