სამტრედიაში 24 წლის ბიჭი, რომელიც ავტოავარიას ემსხვერპლა ცოტა ხნის წინ წესის აგების გარეშე დაკრძალეს.
მიზეზი, რის გამოც ახალგაზრდა მამაკაცს მართლმადიდებლური წესით არცერთმა სასულიერო პირმა არ აუგო, ის გახდა, რომ გარდაცვლილი ე.წ. „ბიბლიური თავისუფლების“ წევრი იყო.
ცნობისთვის „გირჩმა“ ავარიაში დაღუპული შაკო ბარამიძის მოწმობა გააუქმა, რომ დაკრძალვასთან დაკავშირებით პრობლემები არ შექმნილიყო, თუმცა მართლმადიდებლური წესით დაკრძალვის უფლება სამღვდელოებამ 24 წლის ბიჭის ოჯახს მაინც არ მისცა.
სასულიერო პირები აცხადებენ, რომ 24 წლის ბიჭის საკითხი სინოდმა უნდა გადაწყვიტოს.