თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში 24 წლის ბიჭმა სანადირო თოფიდან გასროლით თვითდაზიანება სახეში მიიყენა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მიზეზი მეუღლესთან დაშორება გახდა, მამაკაცი დეპრესიაში იყო ჩავარდნილი.
მან თვითმკვლელობა ნასვამ მდგომარეობაში სცადა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ახლგაზრდა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების შეფასებით,პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
გამოძიება 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.