24 წლის მურად წურწუმიას საქმეზე დაკავებულ მეორე პირს ვახტანგ ბურძენაძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
ბურძენაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლი მეექვსე ნაწილით წარედგინა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ასევე სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი პრიმას ბ ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.
ვახტანგ ბურძენაძე გუშინ დააკავეს.
გამოძიების თანახმად, 2020 წლის 2 იანვარს, ღამის საათებში, მუხრან ჩხვირკია და მურად წურწუმია ვარკეთილის მე-3 მასივში, ე.წ.დამპალოს სასაფლაოს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, სადაც ასევე იმყოფებოდა ბრალდებული ზურაბ ფოფხაძე და მისი თანხმხლები პირი ვახტანგ ბურძენაძე. გამოძიების ინფორმაციით, მათ შორის ურთიერთშელაპარაკება ბრალდებულ ზურაბ ფოფხაძის საკუთრებაში არსებული ავტომანქანის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ნიადაგზე დაიწყო.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ზურაბ ფოფხაძე ვახტანგ ბურძენაძესთან ერთად შეეცადა წურწუმიას და ჩხვირკიას შეჩერებას. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, კონფლიქტში მონაწილეთა შორის ფიზიკური დაპირისპირება გაგრძელდა რამდენიმე წუთის განმავლობაში, რა დროსაც ზურაბ ფოფხაძემ ვახტანგ ბურძენაძერსთან ერთად ჯგუფურად, მურად წურწუმიას მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.