ჭიათურაში გაფიცვა მასშტაბურ პროტესტში გადაიზარდა. ქალაქში ყველა მაღაროს მუშაობა გაჩერებულია.
25 მაისიდან ჭიათურაში შიმშილობას ქალებიც დაიწყებენ -ამის შესახებ აქციის მონაწილე ქალბატონებმა განაცხადეს.
ერთ-ერთი ქალის თქმით, თუ „ჯორჯიან მანგანეზი“ დღეს საღამომდე არ დადებს პირობას, რომ მაღაროელების მოთხოვნების დაკმაყოფილების შესახებ, შიმშილობას ქალებიც დაიწყებენ. მაღაროელების აქციაზე საღამოს ბაზრობაზე დასაქმებულებიც მივიდნენ, მანამდე კი პროტესტს ტაქსის და ავტობუსის მძღოლები შეუერთდნენ.
“ჩვენც დავსხდებით აქ, ქალები. ჩვენი გულისთვის რატომ უნდა იყვნენ ესენი მარტო, ვიქნებით აქ, ვიშიმშილებთ. ისიამოვნოს ჩვენმა მთავრობამ და „ჯორჯიან მანგანეზმის“ ხელნძღვანელობამ, ან დააკმაყოფილონ მოთხოვნები, ან წავიდნენ”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
სამსახურში გასვლაზე უარს ამბობს სამი ათასზე მეტი დასაქმებული. ისინი ხელფასის მატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.