26 შეკვრა მეტადონი და 5 შეკვრა კოკაინი – ფოთში 38 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 38 წლის მამაკაცი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, 26 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ და 5 შეკვრა „კოკაინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“,- ნათქვამი შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.