„სამი ადამიანი, რომლებსაც უშუალო კონტაქტი ჰქონდათ კორონავირუსით დაინფიცირებულ ჩეხ ტურისტებთან, თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევის გამო, კარანტინში იმყოფებიან. ერთ-ერთმა სამარშრუტო ტაქსითაც იმგზავრა მლეთა-თბილისის მიმართულებით“ – განაცხადა სასტუმრო „გეოგრაფის“ თანამშრომელმა. ამის შესახებ ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს.
„სამმა ქალბატონმა, რომლებიც კორონავირუსით დაავადებულ ჩეხ ტურისტებთან პირდაპირ შემხებლობაში იყვნენ, თვითიზოლაციის რეჟიმი დაარღვიეს და საპატრულო სამსახურმა ისინი კარანტინში გადაიყვანა. სამივე სასტუმრო „გეოგრაფში“ დამლაგებლებად მუშაობდა, დაავადებული ტურისტებიც სწორედ ამ სასტუმროში ცხოვრობდნენ. ორი ქალბატონი სოფელში გადაადგილდებოდა, სახლებში თითქმის არ ჩერდებოდნენ. მესამე კი, მლეთიდან თბილისში სამარშრუტო ტაქსით ჩამოვიდა და ის დიდუბის ავტოსადგურში პოლიციამ და სასწრაფო დახმარების ეკიპირებულმა ეკიპაჟმა იძულებით საკარანტინო ზონაში გადაიყვანა.
ძალიან სამწუხაროა ასეთი უპასუხისმგებლობა. ჩეხები გაგვიფრთხილდნენ, მათი დიაგნოზის გაგებისთანავე ჩეხეთიდან სასტუმრო „გეორგრაფს“ და რესტორან „მთვრალ ალუბალს“ აცნობეს ინფიცირების შესახებ და გვთხოვეს, თავს გაუფრთხილდით, სასწრაფო ზომები მიიღეთ, დახურეთ ობიექტებიო. ესენი კი, თავიანთ ოჯახის წევრებსაც კი არ უფრთხილდებიან. ჯერ საინკუბაციო პერიოდიც კი არ გასულა და თავისუფლად მიდი-მოდიოდნენ“ – ამბობს ადგილობრივი.