{{ARTICLEIMAGE}}
გორის კლინიკის, “გორმედის” რეანიმაციულ განყოფილებაში 39 წლის ქალი გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, ის H1N1 ვირუსით იყო დაავადებული.
გარდაცვლილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზის მცხოვრები იყო. ის “გორმედში” გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გადაიყვანეს, თუმცა ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებიდან დაახლოებით ერთ საათში ქალი გარდაიცვალა. ჰქონდა თუ არა გარდაცვლილს H1N1 ვირუსი, ამის დადგენა ლაბორატორიულად მხოლოდ თბილისშია შესაძლებელი. 2018 წლის ბოლოს, გრიპის ვირუსით ბათუმსა და ქუთაისში 2 ქალი გარდაიცვალა.
ამასთან, ამ დროისთვის არსებულ საბოლოო ინფორმაციას ავრცელებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე. მისი ინფორმაციით, ქვეყანაში გრიპის ვირუსის 144-მდე შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული – 6 ადამიანი გარდაიცვალა.