3 მილიონი ლარის ღირებულების პორტუგალიური ურნები, რომელიც ვაკეში უნდა დამონტაჟდეს, ქართული ოცნების მსხვილ შემომწირველ კომპანიას შემოაქვს.
თითო ურნა ქალაქის ბიუჯეტს 31 700 ლარი უჯდება. კომპანიის მფლობელებმა თამარ უსტიაშვილმა, გიორგი გველესიანმა და ლევან გოგსაძემ ,,ქართულ ოცნებას” და სალომე ზურაბიშვილს 217 950 ლარი შესწირეს.
მათ ურნები ტენდერის გარეშე, გამარტივებული შესყიდვით, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას განკარგულების საფუძველზე შემოაქვთ. ამის შესახებ დოკუმენტაციას ლევან ხაბეიშვილი ავრცელებს. მისი თქმით, ამ კომპანიის ხელმძღვანელი ქართული ოცნების წევრის, ბექა ოდიშარიას ოჯახის წევრია.