” 40 პაციენტიდან 31 პაციენტი ინფექციურშია მოთავსებული, მათგან სამის მდგომარეობა პრობლემურია, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია აცხადებს.
„გარკვეულწილად რისკის ქვეშ იმყოფება სამი პაციენტი. ერთის ასაკი 80 წელზე მეტია, მას აქვს თანმხლები დაავადება, მძიმე ნერვოლოგიური დაავადების სახით.ასეთ შემთხვევაში, შეიძლება პაციენტის მდგომარეობა დაგვიმძიმდეს ნებისმიერ დროს და პროგნოზი არაკეთილსაიმედო გახდეს.რაც შეეხება დანარჩენ ორს – ერთს ჰიპერტონული დაავადება აქვს, ამიტომ შესაძლოა დაავდების პროგრესირება და ნებისმიერ დროს გართულება.
ამ ეტაპზე, მესამე მძიმე პაციენტის ობიექტური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ კომპიუტერული ტომოგრაფიით, დინამიურად მაჩვენებელი გაუარესებული იყო. იმედი გვაქვს, ყველაფერი კარგად დამთავრდება“, – განაცხადა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან.
შეგახსენებთმ რომ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირთა რაოდენობა 40-ა. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში 1344 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 216.