3 წელიწადში თბილისში CO-ს გაჟონვამ 86 ადამიანი იმსხვერპლა

{{ARTICLEIMAGE}}
2018 წელს თბილისში CO-თი მოწამვლის – 98 და გარდაცვალების 27 ფაქტი დაფიქსირდა.

აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-მ “ყაზტრანსგაზ თბილისიდან” გამოითხოვა.

კომპანიის მიერ მოწოდებული სტატისტიკის თანახმად, 2016 წელს CO-თი მოწამვლის 125 ფაქტი დააფიქსირდა, ხოლო 29 ადამიანი CO-თი გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა.

2017 წელს კი, მოწამვლის – 62 და გარდაცვალების 30 ფაქტი დაფიქსირდა.

კომპანა “ყაზტრანსგაზ-თბილისი” დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებების გაკეთებას დღის განმავლობაში გეგმავს.

ცნობისთვის: შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მიერ დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი, რომელთა შორის ერთი მცირეწლოვანია. დაშავებულები გადაყვანილი არიან საავადმყოფოებში და უტარდებათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება.