3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა.აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
ბრალდებულის ადვოკატმა განაცხადა, რომ საქმეზე დანიშნულია სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა. ალექსი გაბუნიას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს.
შეგახსენებთ, რომ 27 აგვისტოს პეკინის გამზირზე ქალმა მცირეწლოვანი დაჭრა. 3 წლის ბავშვს ჭრილობა სახის არეში მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ 1967 წელს დაბადებული თ.ს. რამდენიმე საათში დააკავა.
გამოძიება განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით მიმდინარეობს და ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.