დარღვევები მთაწმინდის ოლქის #17 საარჩევნო უბანზე – “რუსთავი 2”-მა გაავრცელა ვიდეო სადაც ჩანს როგორ აიძულებენ საარჩევნო უბანთან მყოფი პირები მოქალაქეებს რომ #41 შემოხაზონ. ვიდეოში მკაფიოდ ისმის, რომ მამაკაცი საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს სთხოვს ხმა ლადო კახაძეს მისცეს.
“41 არის კახაძე, შენ რომ ეგ არ შემოხაზო არ ვიცი რა”-მიმართავს ერთ -ერთ ამომრჩეველს უცნობი პირი. მას შემდეგ, რაც ვიდეოს ავტორი მას განმარტებებს სთხოვს, ის მომხდარს უარყოფს.
შეგახსენებთ, რომ მთაწმინდის კენჭს “ოცნებიდან” ლადო კახაძე, ხოლო “ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატებიდან” შალვა შავგულიძე იყრის.