416 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი- რუსეთის სათათბირომ საქართველოსთვის ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა.
დოკუმენტი, რომელიც დუმის დსთ-ს საკითხთა კომიტეტის მიერ არის მომზადებული, საქართველოდან რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტის აკრძალვას და ასევე რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების შეჩერებას ითვალისწინებს.
რუსი დეპუტატების ეს გადაწყვეტილება და ინიციატივა, „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ გაბუნიას მონოლოგს მოჰყვა, სადაც მან პუტინის მიმართ გინების შემცველი ტექსტი გამოიყენა.