5-6 ოქტომბერს ევროპის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

„თბილისობასთან“ დაკავშირებით, 5 და 6 ოქტომბერს, ევროპის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი ავტობუსები – N31, N44, N80 და N102 ევროპის მოედნის ნაცვლად, კოტე აფხაზის ქუჩას გაივლიან.

„თბილისობა 2019“ 5-6 ოქტომბერს გაიმართება. საზეიმო ღონისძიებებისთვის უკვე შერჩეულია ადგილმდებარეობები – რიყე, ლეღვთახევი, მეტეხის ხიდი, ევროპისა და ორბელიანის მოედნები.