კობახიძე ფარულ ჩანაწერში “აიფონ 5” – ის ნაცვლად, პარტიულ ნიშან 5-ს ხედავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერის “გამავრცელებლის კუთხით არის პროგრესი თუმცა, მთავარია პირველწყაროს დადგენა და ამიტომ, მმართველი გუნდი მუდმიმ კომუნიკაციაშია სამართალდამცავ ორგანოებთან”.

კობახიძის თქმით, მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესებშია, რომ ეს საქმე ბოლომდე გაიხსნას.

რაც შეეხება ვარაუდებს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ერთ-ერთი ფარული ჩანაწერი შესაძლოა, “ქართული ოცნების” მმართველობის დროს გადაიღეს, რადგან ჩანაწერში ჩანს “აიფონ 5”, კობახიძე სპეკულაციაზე საუბრობს.

“ეს არის მარტივი სპეკულაცია. იქ ტელეფონების გარჩევა სრულიად შეუძლებელია. 5 ჩანს, მაგრამ აიფონ 5 არ ვიცი”,განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვა და გავრცელების საქმეზე 17 დაკავებულთაგან სამს აღკვეთის ზომად პატიმრობა, ხოლო დანარჩენებს გირაო შეეფარდათ.