სხდომა “ოცნებაში” გუნდის წევრთა გარიცხვის გარეშე დასრულდა: ეპითეტები ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ

{{ARTICLEIMAGE}}
“გარიცხვაზე, წასვლასა და მოსვლაზე საერთოდ არ დასმულა საკითხები – ასე ნუ დააპატარავებთ ამ მნიშვნელოვან პროცესს”, ეს განცხადება იურიდიული კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ მმართველი პარტია, “ქართული ოცნების” ოფისში შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ბესელიამ დღეს რამდენჯერმე გამოხატა მადლიერება და კმაყოფილება ბიძინა ივანიშვილის “სწორი პოზიციის” გამო და აღნიშნა, რომ დღეს პარტიის ლიდერთან საუბარი ძალიან მარტივი იყო: ძალიან მადლიერი ვარ ბიძინა ივანიშვილის, რადგან ამ პროცესის მედიაცია დღეს არ იყო ადვილი. ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა მედიატორის, ლიდერის ფუნქცია, რომლითაც შეძლო, ეს სხდომა წაეყვანა მაქსიმალურად ეთიკურად, კულტურულად და კოლექტიურად. მისი პოზიციაა, რომ მოვნახოთ კონსესუსი შიგნით”, თქვა ბესელიამ.

დღეს იქცეოდა როგორც გამაერთიანებელი ლიდერი,
როდესაც ცდილობდა, ყველასთვის მოესმინა – ეს კი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის სიტყვებია ბიძინა ივანიშვილზე.

“ბატონმა ბიძინამ ბრძანა, რომ ის არ დაზოგავს არც პირად დროს და არც ენერგიას, რომ საზოგადოებასთან და გუნდთან მოხდეს შეთანხმება. მეც ვერ შევძელი საკუთარი აზრის დაფიქსირება და ვფიქრობ, ხვალაც გაგრძელდება ამ საკითხზე მსჯელობა”,თქვა ქუცნაშვილმა.

ასევე ბიძინა ივანიშვილის როლზე გაამახვილა ყურაღება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ და აღნიშნა, რომ გუნდიდან ვინმეს გარიცხვის საკითხი არ დასმულა:

სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ მან როგორც პარტიის თავმჯდომარემ და ჩვენი გუნდის დიდმა ლიდერმა უზრუნველყო, შეხვედრა ჩატარებულიყო ძალიან კონსტუქციულ გარემოში, ასევე, თუნდაც განსხვავებული არგუმენტის განხილვით. მან კიდევ ერთხელ ძალიან დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ პროცესი ბრუნდება ნორმალურ, სამუშაო კალაპოტში”,აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.  

ძალიან პრაგმატული მედიატორი – მმართველი პარტიის ლიდერის მოქმედება სხდომაზე ასევე “პოზიტიურად შეაფასა” ვიცე-სპიკერმა გია ვოლკსიმ:

“როგორც ბიძინა ივანიშვილს სჩვევია, რაც მახსოვს, 2012 წლიდან, თავის გადაწყვეტილებას ყველას მოსმენის შემდეგ ამბობს”,აღნიშნა ვოლსკიმ. 

კოლეგების მსგავსად ბიძინა ივანიშვილის როლზე მოუწია საუბარი ჟურნსალისტებთან ეკა ბესელიას თანამოაზრეს ლევან გოგიჩაიშვილს, რომელიც მოსამართლეების საკითხზე ბესელიას პოზიციების აქტიური დამცველი იყო. 

” დღეს მას ჰქონდა რთული ფუნქცია, უწევდა მედიატორის როლის შესრულება. ისმენდა პოზიციებს და თავადაც გამოხატავდა პოზიციებს. თუ საჭიროდ ჩათვლის, ჩემზე უკეთ გამოხატავს, რა არის მისი პოზიცია”,თქვა ლევან გოგიჩაიშვილმა.