რამდენიმე კვირის წინ სახლში გამოკეტვა ალბათ კარგ იდეად არ მოგვეჩვენებოდა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის პირობებში ის ერთ-ერთ მთავარ რეკომენდაციად იქცა.
სოციალური დისტანცია გულისხმობს მოგზაურობისგან თავის შეკავებას და თავშეყრის ადგილებზე არწასვლას, რაც არ უნდა მომაბეზრებელი იყოს სახლში ყოფნა.
1) თუ შენიშნავ, რომ ვირუსის სიმპტომები, სიცხე ან ხველება გვაქვს, პირდაპირ საავადმყოფოში ნუ წახვალ. ეცადე, დაურეკო ოჯახის ექიმს და მასთან ტელეფონით გაიარო კონსულტაცია. რჩევები ნახო ინტერნეტში და მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში მიმართო ჰოსპიტალს;
2) თუ სახლში მარტო არ ცხოვრობ, საჭიროა ოჯახის წევრებთან კომუნიკაციისგანაც თავი შეიკავო. ეცადე, დრო შენს ოთახში გაატარო. კარის მიხურვა და ოთახის ხშირად განიავება არ დაგავიწყდეს. თუ ყველა ერთი სააბაზანოთი სარგებლობთ, არ გამოიყენო ოჯახის წევრების პირსახოცი და თავის მოვლის საშუალებები;
3) იზრუნე შენს ნარჩენებზე. თუ ინფიცირებული ხარ, ნაგავი ცელოფანში კარგად შეფუთე და ყურადღება მიაქციე, რომ მას ხელი შენმა ოჯახის წევრებმა არ მოკიდონ;
4) თუ მარტო ცხოვრობ და საჭმელის კეთებაც მაინცდამაინც არ გეხერხება, ნუ გახვალ მის საყიდლად გარეთ. ისარგებლე მიტანის სერვისით ან მეგობრებს თხოვე დახმარება. როცა ისინი საკვებს მოგიტანენ, მას არ გამოართვა ხელიდან და თხოვე, კართან დაგიტოვოს;
5) მოკლედ, შენი თვითიზოლაცია ნიშნავს, რომ ხარ სახლში, არ დადიხარ სკოლაში ან სამსახურში და არ იღებ არცერთ სტუმარს. თვითიზოლაცია საკუთარი თავის გარე სამყაროსგან ჩამოცილებას გულისხმობს.
ამ რჩევებს თუ გაითვალისწინებ, შენი COVID 19-ით ინფიცირების შანსი მკვეთრად შემცირდება.