თბილისის “დინამოს” ვეტერანი ფეხბურთელი მამუკა ფანცულაია გარდაიცვალა

52 წლის ასაკში თბილისის “დინამოს” ვეტერანი ფეხბურთელი მამუკა ფანცულაია გარდაიცვალა.
მისი ერთ-ერთი მეგობრის გადმოცემით მამუკას გულზე პრობლემები ჰქონდა, რაც სავარაუდოდ გარდაცვალების მიზეზი გახდა.

ფანცულაია ერთ-ერთი ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელი იყო. იგი 1985 წელს საბჭოთა კავშირის რიგებში 18-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა. მან ამ ჩემპიონატის ფინალში დუბლი შეასრულა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
მამუკა ფანცულაის ერთადერთი ქართველია, რომელიც ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

წლების განმავლობაში, მამუკა ფანცულაია საფეხბურთო აკადემია “ოლიმპის” მწვრთნელი იყო – აღსანიშნავია რომ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი თორნიკე ოქრიაშვილი მისი სწორედ მამუკას გაზრდილია.