გამოკითხულთა 55% თვლის, რომ საქართველოში არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც მათ პრობლემებს მოაგვარებს – ამის შესახებ კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამი.
კითხვაზე – “არის თუ არა საქართველოში პარტია, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვან პრობლემებს მოაგვარებს?” რესპონდენტთა ხმები ასე გადანაწილდა:
არა-55%;
დიახ- 30%;
არ ვიცი – 15%.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსახლეობის გამოკითხვა ჩატარდა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ, ღია საზოგადოების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია International IDEA ერთობლივი პროექტის ფარგლებში. კვლევის ფარგლებში 1786 რესპონდენტი (599 თბილისში, 1187 რეგიონებში) გამოკითხა; რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის შერჩევის პრინციპით, კიშის ცრილის გამოყენებით შეირჩნენ. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი 2,9%-ია, თუმცა თითეულ კითხვას ინდივიდუალური ცდომილების ზღვარი აქვს და, შესაძლოა, ის არ ემთხვეოდეს საშუალო ცდომილების ზღვარს. საველე სამუშაოები 2018 წლის 16-27 ნოემბრის პერიოდში მიმდინარეობდა.