აშშ–ს სახელმწიფო მდივანსა და გიორგი გახარიას შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ამერიკის სახელმწიფო მდივანსა და საქართველოს პრემიერ მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაცია გახარიას ფეისბუქ გვერდზე, პომპეოს ტვიტერის გვერდზე და სახელმწიფო დეპარტამენტის გვერდზე გამოქვეყნდა.

“დღეს პრემიერმინისტრ  გიორგი გახარიასთან საქართველოში თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების მნიშვნელობაზე ვისაუბრე. ყოველთვის დავუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს რუსული ოკუპაციის წინაშე” – დაწერა პომპეომ ტვიტერზე.

აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით  პომპეომ კონსტიტუციური ცვლილებები შეაფასა და ნაწილობრივ პროპორციული საარჩევნო სისტემის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

გიორგი გახარიასა გვერდზე კი უფრო ვრცელი ინფორმაცია ქვეყნდება, რომლის მიზედვით აშშ–ს სახელმწიფო მდივანსა და გახარიას შორის სატელეფონო საუბრისას  მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საკითხები განიხილეს.

“სატელეფონო საუბარი გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოს ხელმძღვანელობით ვაშინგტონში დაგეგმილი საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სესიის გადადებასთან დაკავშირებით, რისი მიზეზიც გახდა კოვიდ-19-ის პანდემია. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ პლენარული სხდომა წლის ბოლომდე გაიმართება.


მხარეებმა გლობალური პანდემიის საერთო გამოწვევებზე ისაუბრეს და ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების დინამიკა განიხილეს. სახელმწიფო მდივანმა მაღალი შეფასება მისცა პანდემიასთან ბრძოლის კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ეფექტურ ნაბიჯებს.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების, მათ შორის ლუგარის ცენტრის შექმნის, ასევე პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში გაწეული მხარდაჭერისთვის. მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა აშშ-ის მრავალმხრივ დახმარებას, რაც ორი ქვეყნის ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველია.


გიორგი გახარიამ სატელეფონო საუბრისას ხაზი გაუსვა მაიკლ პომპეოს პერსონალურ მხარდაჭერას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და უსაფრთხოებისადმი და აღნიშნა, რომ სიამოვნებით უმასპინძლებს სახელმწიფო მდივან პომპეოს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მისთვის მოსახერხებელ დროს.


საუბრისას ხაზი გაესვა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას მთელი რიგი მიმართულებებით. პრემიერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და აშშ შორის უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებაზე, პრემიერმა ასევე ისაუბრა ქვეყნის მთავარ გამოწვევაზე – ოკუპაციასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. გიორგი გახარიამ მაიკლ პომპეოს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია კოვიდ-19 ის კრიზისის მიუხედავად, რუსეთის განგრძობად აგრესიულ ქმედებებზე, კერძოდ ეთნიკური ქართველების გატაცებისა და დაკავების ფაქტებზე. პრემიერმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე ისაუბრეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე.


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.


საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. ხაზი გაესვა შავი ზღვის უსაფრთხოების როლს რეგიონის და ზოგადად ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო წარმოადგენს აშშ-ს, ნატოსა და ევროკავშირის საიმედო პარტნიორს შავი ზღვის რეგიონში.


მხარეებმა ასევე ისაუბრეს ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე და ამერიკული ინვესტიციების მოზიდვაზე.


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა ავღანეთში მიმდინარე ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ საქართველოს მონაწილეობა და ქართველი სამხედროების მიერ გამოვლენილი განსაკუთრებული პროფესიონალიზმი.


სატელეფონო საუბრისას, ასევე ყურადღება დაეთმო მომავალ საპარლამენტო არჩევნებსა და განხორციელებულ საარჩევნო რეფორმებს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ახლახან მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები ხელს უწყობს პოლიტიკური პლურალიზმის გაზრდას საქართველოს პარლამენტში და ხელს შეუწყობს პოზიტიურ ცვლილებებს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებასა და დემოკრატიულ პროცესში. გიორგი გახარიას თქმით, საქართველოს პარლამენტმა ასევე გაითვალისწინა ეუთო/ODIHR-ის რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი და ხელისუფლებამ ძალისხმევა არ დაიშურა საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებისთვის. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ელჩ კელი დეგნანის ჩართულობის როლს ამ პროცესში და აღნიშნა, რომ დიპლომატს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებაში.


საუბრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს საპარლამენტო არჩევნების მაქსიმალურად გამჭვირვალე, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების მნიშვნელობას ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.“–ნათქვამია გახარიას გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

პოპულარული

რუსეთის დარტყმების გამო პოლონეთმა უკრაინასთან საზღვარზე ორი გამშვები პუნქტის ევაკუაცია მოახდინა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ვარშავაში ბულგარელ კოლეგა, რუმენ რადევთან...

„ოცნება“ ოპოზიციონერ პოლიტიკოსსა და ევროსაბჭოს სემინარის მსმენელთა „ტვინის გამორეცხვაში“ ადანაშაულებს

„ქართული ოცნების“ იერიში არმაზ ახვლედიანის მიერ დაფუძნებულ თბილისის პოლიტიკური...

ბოროტებას სჩადიხართ, ფრთხილად იყავით!“: ირაკლი ღარიბაშვილი

პატიმრობაში მყოფი ექს-პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან რიგით მე-7 წერილს...

ევროკავშირმა, საზოგადოებისთვის, მიმზიდველობა დაკარგა – კირცხალია

"საბოლოოდ იქამდე მივედით, რომ საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა" -...

მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

კახეთში მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით...

რა აჩვენა საბავშვო ბაღების კვების ბლოკებიდან აღებულ ნიმუშებზე ჩატარებულმა კვლევამ

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა შორის ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტით მიმდინარე...

24 საათში, განადგურებული ან დაზიანებულია რუსეთის 2 219 სამიზნე – რობერტ მადიარ ბროვდი

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაური, რობერტ მადიარ ბროვდი. აცხადებს,...

ყველა ამბავი

OpenAI-ის AI აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებგვერდი გატეხა

ავსტრალიაში AI აგენტმა უნებართვოდ მოიპოვა წვდომა დახურულ მონაცემებზე ვებგვერდზე, სადაც Medicare-ის — სახელმწიფო საყოველთაო სამედიცინო დაზღვევის სისტემის — სტატისტიკა...

გარდაიცვალა მსახობი მარინა ვლადი

88 წლის ასაკში გარდაიცვალა ფრანგი მსახიობი მარინა ვლადი, ვლადიმირ ვისოცკის ქვრივი. მსახიობის გარდაცვალების შესახებ AFP-ს მისმა ოჯახის წევრებმა აცნობეს. მარინა...

რუსეთის დარტყმების გამო პოლონეთმა უკრაინასთან საზღვარზე ორი გამშვები პუნქტის ევაკუაცია მოახდინა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ვარშავაში ბულგარელ კოლეგა, რუმენ რადევთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ  რუსეთის დარტყმების გამო პოლონეთმა უკრაინასთან საზღვარზე...

ევროკავშირმა, საზოგადოებისთვის, მიმზიდველობა დაკარგა – კირცხალია

"საბოლოოდ იქამდე მივედით, რომ საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა" - წერს სოციალურ ქსელში, "ქართული ოცნების" წევრი,  ირაკლი კირცხალია."რამდენიმედღიანი ფიქრის შემდეგ...

საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის შესახებ კონფერენცია გაიმართა

საფრანგეთის პარლამენტში, კოლბერის დარბაზში, საფრანგეთი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ორგანიზებით, დისკუსია, სახელწოდებით „დემოკრატიის ხელყოფა 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ“ და...

რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1 ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს

მედიის ინფორმაციით, მოსკოვმა სომხეთისთვის გაზის შემდგომი მიწოდება რამდენიმე პოლიტიკური პირობის შესრულებას დაუკავშირა. რუსეთთან უთანხმოების ფონზე ერევანი აცხადებს, რომ საწვავის...

ვიდრე საქართველოს ტერიტორიაზე დგას, 1 რუსი ჯარისკაცი, არავითარ პირობებზე საუბარი არ არის გამართლებული  – გეგელია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაზე

სანამ საქართველოს ტერიტორიაზე დგას თუნდაც ერთი რუსი ჯარისკაცი და ე.წ. საოკუპაციო ძალები სხვადასხვა სახით, არავითარ პირობებზე საუბარი არ არის...

CIA ევროპას აფრთხილებს: რუსეთი ესპანეთზე, საფრანგეთსა თუ იტალიაზე დრონებით თავდასხმას გეგმავს

ამერიკულმა სპეცსამსახურებმა მოიპოვეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი ერთ-ერთ ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყანაზე — ესპანეთზე, საფრანგეთზე ან იტალიაზე დრონებით შესაძლო თავდასხმას...

პაპუაშვილის ვიზიტი უკავშირდება არა ევროკავშირთან დალაგების სურვილს, არამედ ესკალაციის მომზადებას – ხოშტარია

პაპუაშვილის ევროპაში ვიზიტი უკავშირდება არა ევროკავშირთან რაიმე დალაგების სურვილს, არამედ ეს არის ესკალაციის მომზადება- ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის,...

საზღვარგარეთის ტურები რუსი მოგზაურებისთვის: რუსეთის რკინიგზა სომხეთ-საქართველოს სარკინიგზო კრუიზს აანონსებს

რუსეთის სახელმწიფო რკინიგზის (РЖД) შვილობილი ტურისტული კომპანია „რჟდ ტური“ (РЖД Тур), რომელიც სპეციალიზებულია სარკინიგზო კრუიზებისა და ტურების მოწყობაზე როგორც...

პუტინის „დიდი ოცეულის“ სამიტზე დასწრების შესახებ საუბარი ნაადრევია – პესკოვი

ვლადიმერ პუტინის „დიდი ოცეულის“ სამიტზე დასწრების შესახებ საუბარი ნაადრევია, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.„ამის შესახებ საუბარი...

შესაძლოა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართოს

ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატი, მარიამ შათირიშვილ არ გამორიცხავს, რომ "ქართული ოცნების" პრეზიდენტს,  მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართონ."ამ ეტაპზე ეს საკითხი...