პატრიოტთა ალიანსის მიმართ შეადგინეთ სამართალდარღვევის ოქმი – ISFED ცესკოს მიმართავს

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) ცესკოს მოუწოდებს, რომ პატრიოტთა ალიანსის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შეადგინოს და სასამართლოს წარუდგინოს.

ორგანიზაციამ კომისიას განცხადებით მიმართა ფეისბუქზე განთავსებული 6 საარჩევნო კლიპისა და რეკლამების თაობაზე. ორგანიზაციის განცხადებით, კლიპები და რეკლამა შეიცავს ანტი-თურქულ მოწოდებებს, მიზნად ისახავს თურქეთის სახელმწიფოს მიმართ საქართველოს მოქალაქეებში მტრული განწყობების ჩამოყალიბებას, ასევე შეიცავს რელიგიური და ეთნიკური შუღლის გაღვივების ნიშნებს.

მათი ინფორმაციით, თითოეული რეკლამის საფასური 100-დან 200 დოლარამდე მერყეობს, ხოლო თითოეული რეკლამის გავრცელების პოტენციური მასშტაბი საარჩევნო ასაკის მილიონზე მეტ ფეისბუქმომხმარებელს მოიცავს.

“თითოეულ პოლიტიკურ რეკლამას წარწერის სახით ახლავს მოწოდება “დაიცავი აჭარა, დაიცავი შენი წილი საქართველო”, ხოლო პარტიის ლიდერი, ირმა ინაშვილი, შემდეგი მოწოდებით გამოდის: “დაიცავი შენი წილი საქართველო. შენ ეს შეგიძლია. ვიმოქმედოთ, ნუ დავუთმობთ აჭარას თურქეთს”.

პოლიტიკური გაერთიანება საქართველოს პატრიოტთა ალიანსის მიერ წინასაარჩევნოდ გამოქვეყნებული აღნიშნული ვიდეორეკლამები პირდაპირ ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, შეუთავსებელია დემოკრატიულ ღირებულებებთან, საფრთხეს უქმნის საქართველოს კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, შეიცავს ეროვნული შუღლისა და მტრობის გაღვივების ნიშნებს და მიმართულია რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირების წაქეზებისკენ.

საარჩევნო კანონმდებლობით აგიტაციის წესების დარღვევისთვის სანქციის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა – 2000 ლარის ოდენობით”. – წერია სამართლიანი არჩევნების განცხადებაში.

“სამართლიანი არჩევნები” მოუწოდებს ცესკოს, შეადგინოს სამართალდარღვევის ოქმი და წარუდგინოს ის სასამართლოს. ამასთან, მოუწოდოს პარტიას, დაუყოვნებლივ აღკვეთოს აღნიშნული ვიდეორგოლების გავრცელება და დაიცვას საარჩევნო კანონმდებლობა.

პოპულარული

ჩინეთის ლიდერი აშშ–ში ჩადის. რას უნდა ველოდოთ სი ძინპინის დონალდ ტრამპთან ვიზიტისგან

ჩინეთის უცვლელი ლიდერი სი ძინპინი ოთხშაბათს სახელმწიფო ვიზიტით აშშ-ში...

ძარცვა „წებოს ხრიკით“: საბერძნეთში კრიმინალური დაჯგუფების წევრი საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

საბერძნეთის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ, რამდენიმეთვიანი ოპერატიული მუშაობის შედეგად,...

პუტინის „დიდი ოცეულის“ სამიტზე დასწრების შესახებ საუბარი ნაადრევია – პესკოვი

ვლადიმერ პუტინის „დიდი ოცეულის“ სამიტზე დასწრების შესახებ საუბარი ნაადრევია,...

საზღვარგარეთის ტურები რუსი მოგზაურებისთვის: რუსეთის რკინიგზა სომხეთ-საქართველოს სარკინიგზო კრუიზს აანონსებს

რუსეთის სახელმწიფო რკინიგზის (РЖД) შვილობილი ტურისტული კომპანია „რჟდ ტური“...

კახეთში, არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით 70 წლამდე კაცი დააკავეს

არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით კახეთში 70 წლამდე ასაკის კაცი დააკავეს.შსს-ს...

რუსეთი წელს რაღაც მასშტაბურს ამზადებს – შიკორსკი

"რუსეთი წელს რაღაც მასშტაბურს ამზადებს "- ამის შესახებ, პოლონეთის...

ევროკავშირმა, საზოგადოებისთვის, მიმზიდველობა დაკარგა – კირცხალია

"საბოლოოდ იქამდე მივედით, რომ საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა" -...

“საქართველო: პატიმრობაში მყოფმა ყოფილმა პრემიერმა ყოფილი კოლეგების „ჩაშვება“ დაიწყო“–eurasianet

„ამერიკულმა ონლაინ საინფორმაციო-ანალიტიკურმა გამოცემა Eurasianet-მა სტატია გამოაქვეყნა ღარიბაშვილის წერილებსა...

ყველა ამბავი

საინფორმაციო დივერსია თუ ბირთვული შანტაჟი? რატომ გამოაქვეყნა და სასწრაფოდ წაშალა კრემლის სააგენტომ ლიეტუვაზე თავდასხმის გეგმა

რუსულ სახელმწიფო პროპაგანდისტულ სააგენტო „რია ნოვოსტიში“ (РИА Новости) სკანდალური შემთხვევა მოხდა, რამაც საერთაშორისო მედიის ყურადღება მიიპყრო.დღეს, 2026 წლის 25...

შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს 1.6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, ვლადიმერ ხუნდაძე სასამართლომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და...

აზერბაიჯანი საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას აპროტესტებს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას აპროტესტებს. ოფიციალური ბაქოს პოზიცია აზერბაიჯანის საგარეო...

“თუ ირანს ფრენების შესაძლებლობა არ ექნება, ამას რეიოგნის ვერცერთი ქვეყანა ვერ შეძლებს!” – მოჰამად მოხბერი

"თუ ირანს ფრენების შესაძლებლობა არ ექნება, ამას რეიოგნის ვერცერთი ქვეყანა ვერ შეძლებს!" -  ირანირეგიონში ავიამიმოსვლის შეფერხებით იმუქრება, თუ მეზობელი...

უნივერსიტეტებზე სახელმწიფო კონტროლი ძლიერდება: Scholars at Risk

საქართველოში განათლების სისტემის ცენტრალიზაციის მიმართულებით გადადგმულმა ნაბიჯებმა უნივერსიტეტებზე სახელმწიფო კონტროლი გააძლიერა და მათი ინსტიტუციური ავტონომია შეამცირა - ამის შესახებ...

რუსთავის ციხეში ოჯახის წევრთან ნარკოტიკი შეჰქონდათ – პენიტენციური სამსახური

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გავრცელებული ინფორმაციით, რუსთავის #17-ე ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში პატიმართან ნარკოტიკული საშუალების შეტანის...

სააკაშვილი უნდა ჩაითვალოს პოლიტიკურ პატიმრად: საერთაშორისო გმაჭვირვალობა – საქართველო

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა ჩაითვალოს პოლიტიკურ პატიმრად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის მიერ დადგენილი კრიტერიუმების...

უკრაინა Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტების წარმოების ლიცენზიას მიიღებს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დონალდ ტრამპმა ბოლო შეხვედრისას უთხრა, რომ უკრაინა Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტების წარმოების ლიცენზიას...

რუსეთი წელს რაღაც მასშტაბურს ამზადებს – შიკორსკი

"რუსეთი წელს რაღაც მასშტაბურს ამზადებს "- ამის შესახებ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ,  განაცხადა.  ნიუ-იორკში საგარეო ურთიერთობათა საბჭოში...

“ე.წ. კანონიერ ქურდთან ერთად მკვლელობა დაგეგმეს” -პოლიციამ 3 პირი დააკავა

გურიის პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ჯგუფურად მომზადებისა და ე.წ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით სამი პირი დააკავა. გარდა ამისა,...

ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, გარდაბნისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული სპეციალური ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში...

ის ტირანია, ყოველდღე ისრაელის განადგურების მოწოდებით გამოდის – ნეთანიაჰუ ერდოღანზე

ის ტირანია, ყოველდღე ისრაელის განადგურების მოწოდებით გამოდის - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას...