7–9 მაისს რიკოთის გვირაბში გარკვეულ საათებში მოძრაობა აიკრძალება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით რიკოთის გვირაბში, მიმდინარე წლის 7-9 მაისს, გვირაბის სახანძრო–სავენტილაციო სისტემების შემოწმებისა და შესწავლის სამუშაოებთან  დაკავშირებით,  საავტომობილო მოძრაობა  აიკრძალება.

კერძოდ:

• 7 მაისის 22:00 სთ-დან 8 მაისის 08:00 სთ-მდე;

• 8 მაისის 22:00 სთ-დან 9 მაისის 08:00 სთ-მდე;

• 9 მაისს 14:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე.

რიკოთის გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება გვირაბის შემოვლით გზაზე.