მასშტაბური ავტოავარია თბილისში-მუხიანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი.
ავარიის შედეგად 7 ავტომობილი დაზიანდა, მათ შორის ერთი სამარშუტო ტაქსი.
ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.