საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“სიბერემდე – სიქაჩლეო. წილხვედრში არანაირი უნამუსობა არ უნდა გაგიკვირდეს, ვერ ვისწავლე, ე შობელძაღლი…
შვიდი ნოემბრის შემდეგ მიშა გადადგა, და გახარია 20 ივნისის მერე პრემიერი ხდება? ქოცებს და მათ მადიდებელ ბიდლოს ამაზე ნერვიც არ უტოკდებათ. ვაზელინი კიარა, უკვე რაღაც კოსმოსური საპოხი საშუალებები აქვთ.
მე მახსოვს ქართული ოცნების პირველი წლები. მახსოვს მაღალი თანამდებობის პირების რეაქციები: რას იტყვის ხალხი? რას იფიქრებენ? თუმც ხალხმა წლების განმავლობაში, განსაკუთრებით კი 2016 წლის შემდეგ, დაანახა, რომ ყველაფერზე თვალს დახუჭავს, ყველაფერზე გაჩუმდება, ყველაფერს დაივიწყებს
და ძალიან იაფად გაიყიდება…
ასე ქმნიან ტირანებს ჯოგები. სხვათა შორის, სააკაშვილსაც იგივე დაემართა თავის დროზე. მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა…”-წერს ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში.
ოცნების წარმომადგენლები დეტალებზე არ საუბრობენ. თუმცა ცნობილია, რომ მამუკა ბახტაძე პრემიერის თანამდებობას ტოვებს. მის ადგილს შს მინისტრი გიორგი გახარია, ან ინფრასქტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი დაიკავებს. ბახტაძე განცხადებას ხვალ გააკეთებს.