7 თვის ბავშვის მკვლელობისთვის ბრალდებული არასრუწლოვანი დედა დუმილის უფლებას იყენებს

ბავშვის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვან დედას აღკვეთის ღონისძიებას შეუფარდებენ.

7 თვის ბავშვის მკველელობის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს 17:00 საათზე, გორის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.

სასამართლო პროცესი დახურული იქნება, ვინაიდან ბარლდებული დედა  არასრუწლოვანია.

გუშინ შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გოგონამ ბრალი აღიარა, თუმცა ბრალდებულის ადვოკატი უარყოფს ამ ფაქტს და აცხადებს, რომ 16 წლის გოგონა დუმილის უფლებას იყენებს. 

მოზარდს უკვე ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, მას ფსიქიატრებიც შეამოწმებენ.

„მას გუშინ წარედგინა ბრალდება და გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება, რაც ნიშნავს იმას, რომ არ აღიარებს ბრალს. დუმილის უფლება ნიშნავს არაღიარებას. მეტს ვერაფერს ვერ დავამატებ, იმიტომ რომ არის არასრულწლოვანი. რამოდენიმე ექსპერტიზაა ჩატარებული ვერ დავაკონკრეტებ. კიდევ რამდენიმე ექსპერტიზა ჩატარდება,“-განაცხადა ადვოკატმა ქეთევან გაგოევმა.

გამოძიება განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

პარალელურად , შსს-ს გენერალურმა ინსპექცია  მოკვლევას აწარმოებს. კერძოდ მოკვლევა ეხება იმ ფაქტს, რომ არასრულწლოვანმა გოგონამ ბავშვი გააჩინა. არსებული ინფორმაციით, ამ ფაქტზე არასათანადო რეაგირებისთვის ერთ პოლიციელს უფლებამოსილება შეუწყდა.